ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთში, კურსკის რეგიონში ორი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი დააკავეს. ზელენსკის თქმით, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები კიევში არიან გადაყვანილი და მათთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მისივე განცხადებით, ჟურნალისტებს მათთან საუბრის საშუალება უნდა მიეცეთ. მანამდე, კიევსა და დასავლეთში აცხადებდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის რეგულარული ჯარები რუსეთის მხარეს ომში გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდნენ.