რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს საკვები და მედიკამენტები აღარ აქვთ.

რუსეთის საოკუპაციო ძალებით გარშემორტყმული ქალაქის დაბომბილი ქარხნიდან ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა დღესაც ვერ მოხერხდა. „აზოვის“ მებრძოლები დაჭრილი 600-მდე მეომრის და მშვიდობიანი მოქალაქეების სასწრაფოდ ევაკუაციას მოითხოვენ. „აზოვსტალში“ სურათი ყოველდღე მძიმდება. ხვალ უკრაინაში გაერო-ს გენერალურ მდივანს ელოდებიან, რომელიც სწორედ ჰუმანიტარული საკითხების მოსაგვარებლად მოსკოვში ვლადიმერ პუტინს და სერგეი ლავროვს შეხვდა. ავიადარტყმების სამიზნეა მთელი დონბასი, იბომბება დასახლებული პუნქტები. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის იზოლაციის მიზნით მოსკოვზე ზეწოლას აძლიერებს და სანქციებს ამკაცრებს. კვლავ დაძაბულობაა უკრაინის მოსაზღვრე დნესტრისპირეთში, სადაც სროლის ხმა დღესაც ისმოდა. მოლდოვაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. მოსკოვიდან მუქარის ტონი მკაცრდება. პუტინი ელვისებური დარტყმებით ემუქრება ყველას, ვინც უკრაინის სიტუაციაში ჩარევას გარედან შეეცდება.