რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთი უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას აგრძელებს.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით აფეთქების ხმა გაისმა ქერჩში, რის გამოც ქალაქში თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა და ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა, თუმცა ყირიმის ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, აფეთქებებს ყირიმის ხიდთან საერთო არ აქვს. ამ დროისთვის ხიდზე მოძრაობა აღდგენილია. პარალელურად, უკრაინულმა ძალებმა სამხრეთში უკვე გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი და გადავიდნენ შუალედურ ხაზზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე, რომელშიც მონაწილეობას არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. შეხვედრაზე უკრაინის მშვიდობის ფორმულა იქნება განხილული.