რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში – 307-ე დღე

12:07, 27.12.2022

უკრაინაში ომის 307-ე დღეა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში სროლის და აფეთქების ხმა მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსული თავდასხმები მოიგერიეს. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს ოლქსი ვასილევსკის რაიონში რუსული ძალების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილზე მიიტანეს იერიში. გენშტაბის ინფორმაციით, დაღუპული და დაჭრილია 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი.

მსგავსი