რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ცოტა ხნის წინ, მორიგი მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა ხერსონზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამიზნე დასახლებული ტერიტორია გახდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. გასული ღამის განმავლობაში, ოკუპანტების სამიზნე სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო ქვეყნის სხვა ნაწილებშიც. დაღუპულები არიან მშვიდობიან მოსახლეობაში. ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარჩუნდება საჰაერო თავდასხმის საფრთხე. რუსული ძალები განაგრძობენ იერიშებს ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკსის მიმართულებით, ხოლო თავდაცვით პოზიციას ინარჩუნებენ ლიმანის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მხარეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქ კონსტანტინოვკაზე თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა. გასული ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვითმა ძალებმა საოკუპაციო ძალების თავდასხმების მოგერიება დონეცკის და ლუგანსკის 16 დასახლებაში შეძლეს.