რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განახორციელეს სუმის ოლქზე. ასევე დილით დაიბომბა ქალაქი კრამატორსკი. რაკეტა საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდა. ბოლო 24 საათში, რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე მიტანილი იერიშების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ყოველდღიური მიმართვისას, უკრაინის პრეზიდენტმა გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მომდევნო დღეები მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიეს.