რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაზე მასირებული საჰაერო თავდასხმები გრძელდება.

დნეპროპეტროვსკის შემდეგ დაიბომბა ზაპოროჟიეს რეგიონი და ხერსონი, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები. უმძიმესი ვითარებაა დაბომბილ დნეპროპეტროვსკშიც, სადაც მსხვერპლის რაოდენობა უკვე 40-მდე გაიზარდა. სამძებრო ოპერაცია ახლაც გრძელდება. ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ამ წუთებშიც ეძებენ. დაკარგულია ათეულობით ადამიანი. ცხრასართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაშავებული პირები კლინიკაში რჩებიან. რეზონანსული აღმოჩნდა სწორედ დნეპროპეტროვსკზე მიტანილი ავიაიერიშის ფაქტზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადება. არესტოვიჩს ქვეყნის შიგნით მწვავედ აკრიტიკებენ. დნეპროპეტროვსკის მერი უკრაინის დაზვერვას ალექსეი არესტოვიჩით დაინტერესებას სთხოვს.