რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში და ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის მოლოდინი.

ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა ახლა განწირულ მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ფრონტზე წარუმატებლობით და ამიტომ ისინი მზად არიან სხვადასხვა მანიპულაციისთვის. თავის გამოსვლაში ზელენსკიმ მიმართა რუსებს და მოუწოდა მათ, შობის დღესასწაულზე მაინც იპოვონ ძალა, რათა დაძლიონ იმ ერთი ადამიანის შიში, რომელიც რუსეთს ანადგურებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ომში 110 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და ისინი, ვინც ეს ადამიანები საომრად გაგზავნა, ნამდვილად არ აფასებენ სიცოცხლეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საშობაოდ, ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.