რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში 

დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმებს ათი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლი გახსნეს ბაზრის, ავტოსადგურისა და დასახლებების მიმართულებით. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები და დრონებით იერიში მიიტანეს ჟიტომირისა და ჟაპოროჟიეს ოლქების დასახლებებზეც. რაც შეეხება ბახმუტისა და ავდეევკას მიმართულებებს, აქ საოკუპაციო ძალები შეტევის წარმოებაზე არიან ფოკუსირებულები. დანარჩენი მიმართულებით კი, თავდაცვითი პოზიციები აქვთ. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს.