რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

დონეცკის, ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალები ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი აქტიურად იყენებს ავიაციას სახმელეთო ჯგუფების მხარდასაჭერად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან რუსეთის არმიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა 2 სარაკეტო და 10 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე უკრაინის ჯარების პოზიციებზე სამჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან. სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ კრამატორსკში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზეც. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა „გრადის“ სისტემებთ დნეპროპეტროვსკის ოთხი დასახლება დაბომბეს. უკრაინის არმიის კონტრშეტევით ოპერაციის ფარგლებში კი, ხერსონის მახლობლად, უკრაინის არმიამ დროშა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე აღმართა. უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის ძალებზე შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს და ლუგანსკის ოლქებში.

უკრაინაში შეტაკებებს ხუთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა