რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ბოლო მონაცემები ფრონტის ხაზიდან.

დონეცკის ოლქი უკრაინაში საომარი მოქმედებების მთავარი ეპიცენტრია. შეტაკებები მიმდინარეობს ზაპოროჟიეშიც, რომლის ცალკეულ ოკუპირებულ რაიონებს რუსეთის საოკუპაციო ძალები ტოვებენ. კონტრშეტევითი ოპერაციის შედეგად უკრაინას რეგიონში წინსვლა აქვს. ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი ავია იერიშების შედეგად მწვავე ენერგეტიკული კრიზისია კიევსა და სხვა ქალაქებში. უკრაინის ხელისუფლება დასავლეთისგან დამატებითი საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას ითხოვს. ამერიკული „პეტრიოტების“ გადაცემაზე ნატოსგან ამ ეტაპზე უარს ამბობს.