რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის ძალებმა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში მტრის 13 შეტევა მოიგერიეს და დარტყმები განახორციელეს მოწინააღმდეგის მართვის პუნქტზე, საწვავი მასალების საწყობზე, ასევე პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშს განაგრძობს რუსეთი. ოკუპანტებმა გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია ერთი ადამიანი. იბომბება სუმის ოლქის დასახლებებიც, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. გარდა ამისა, გვიან ღამით დაიბომბა ხარკოვის ოლქის დასახლება ვოლჩანსკი, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.