რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

10 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმები უკრაინაზე.

დილიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი ავიაიერიშების სამიზნეა. საჰაერო განგაშის სიგნალი და პერიოდულად აფეთქებების ხმა ისმის კიევშიც. იბომბება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ენერგოობიექტები. ქვეყანაში ენერგოკრიზისია. თავის მხრივ უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საომარ მდგომარეობას აცხადებს რუსეთი. ქალაქ ხერსონიდან, რომელიც თებერვლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ არის ოკუპირებული, უკრაინიდან მოსალოდნელი კონტრშეტევის გამო მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.