რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ავიაიერიშების საფრთხე ნარჩუნდება.

საჰაერო განგაშის რეჟიმი გრძელდება, მოქალაქეები თავშესაფრებში რჩებიან. დღესაც სარაკეტო დარტყმების სამიზნე რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი გახდა, მათ შორის დაიბომბა ზაპოროჟიე, არიან დაშავებულები. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის სასწრაფოდ მიწოდება – ეს არის დასავლეთის მიმართ ზელენსკის მთავარი მოთხოვნა სარაკეტო დარტყმების შესაკავებლად. სწორედ სამხედრო დახმარების საკითხი განიხილეს ცოტა ხნის წინ დასრულებულ დიდი შვიდეულის საგანგებო სამიტზე, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი გუშინდელი მასირებული საჰაერო თავდასხმების გამო დაიგეგმა. ვირტუალურ სამიტში მონაწილეობდა ჯო ბაიდენიც. ამერიკა მზად არის, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემები მიაწოდოს. თავის მხრივ იმუქრება მოსკოვი. რუსეთიდან დიდი შვიდეულის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ყურადღებით დააკვირდებიან.