რუსეთის სახელმწიფო დუმის გადაწყვეტილება – თბილისის რეაქცია
საერთაშორისო სამართლის დარღვევა – ასე ფასდება ოფიციალური თბილისის მხრიდან რუსეთის დუმაში რატიფიცირებული დოკუმენტი. საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი და საქართველოს ოკუპირებული რეგიონი ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას გააგრძელებენ. კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა, საგარეო სესხებისა და უცხოური ინვესტიციების ერთიან მიდგომაზე გადასვლა, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, საერთო კომუნიკაციების და ტელეკომუნიკაციების განვითარება, თანამშრომლობის გაფართოება სოციალურ, შრომისა და კულტურის სფეროებში – ასეთია შეთანხმების ძირითადი მიმართულებები. მძიმეა შეფასებები თბილისში.