რუსეთის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერის შეხვედრა

კრემლში რუსეთის პრეზიდენტისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინსა და ნაფტალი ბენეტს შორის შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. მხარეებმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.  ისრაელის მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ნაფტალი ბენეტმა უკრაინაში ებრაული საზოგადოებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, განიხილა ვენაში ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. როგორც ისრაელის მედია წერს, ნაფტალი ბენეტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა აშშ-სთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან კოორდინაციით და კიევის ინფორმირებით გაიმართა. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ისრაელის პრემიერი ბერლინში მიემგზავრება, სადაც შეხვედრას გამართავს გერმანიის კანცლერთან. ასევე, ისრაელის მედია იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ნაფტალი ბენეტმა სატელეფონო საუბარი ვოლოდიმირ ზელენკისთანაც გამართა.

დატოვე კომენტარი