რუსეთის პატრიარქის წერილი

ოკუპირებული ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილი შესაძლოა ხვალ ან ზეგ გადმოასვენონ.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოში გაგზავნილი წერილის პასუხთან ერთად, საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. რუსული მხარის წერილი 5 მარტით თარიღდება. თუმცა მასში დაღუპულის გადმოსვენების თარიღზე არაფერი წერია. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ თარიღთან დაკავშირებით ინფორმაცია სატელეფონო საუბრით მიიღეს.

რაც შეეხება რუსეთი საპატრიარქოს პასუხს. წერილის თანახმად, საოკუპაციო რეჟიმი პირობას დებს, რომ დაღუპულის ცხედარს ოჯახს საგამოძიებო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ გადასცემენ.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წერილით 2 მარტს მიმართა.