რუსეთის მოქალაქეები პუტინის წინააღმდეგ

რუსეთში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო მუხტი იზრდება.

უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის დაწყების შემდეგ რუსეთის 50-მდე ქალაქი აქციებმა მოიცვა. დემონსტრაციები დაკავებებით სრულდება. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვენ. „არა ომს“ – ასეთია მთავარი ლოზუნგი. გამოსვლები ახლაც გრძელდება. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობენ რუსი ხელოვანები, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები. საკუთარ მწვავე შეფასებებს ცნობილი სახეები ტელეეთერით თუ სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოხატავენ.