რუსეთის კიბერშეტევა საქართველოზე - განხილვა გაეროში

საქართველოზე კიბერთავდასხმის გამო რუსეთი გაერო-დან მწვავედ გააკრიტიკეს.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციამ კიბერშეტევას უშიშროების საბჭოს სხდომა მიუძღვნა. გამოსვლების დროს მწვავე იყო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ესტონეთის წარმომადგენლების ტონი. მასშტაბური კიბერ-დანაშაულის სამიზნე საქართველო ოქტომბერში გახდა. საათების განმავლობაში პარალიზებული იყო ათეულობით სახელმწიფო უწყების ვებ-გვერდები და კერძო ორგანიზაციების საიტები. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებული გამოძიების შემდეგ კიბერ-დანაშაულის კვალი რუსეთამდე მივიდა. თავდასხმის მომწყობად „გრუ“-ს ე. წ. ჭიაყელას ჯგუფი დასახელდა.