რუსეთის ბირთვული მუქარა

სტრატეგიული ბირთვული ძალებით მოწინააღმდეგის განადგურება – რუსეთმა სამხედრო მობილიზაცია ამჯერად ქვეყნის ჩრდილოეთში გამოაცხადა.

ბირთვული ძალების წვრთნაში ჩაერთო სარაკეტო ძალების შენაერთები, ფლოტი და სამხედრო ავიაცია. სამხედრო წვრთნებს დისტანციურად ხელმძღვანელობდა ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სამხედრო ხელმძღვანელობა წვრთნების დეტალებს აცნობდა. ბირთვული ძალების წვრთნების და ნაწილობრივი მობილიზაციის ფონზე რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სულ უფრო ხშირად იმეორებს, რომ უკრაინა რადიოლოგიური ბომბის გამოყენებას გეგმავს. ამ ფონზე დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს მძიმე შედეგებზე აფრთხილებენ და მოუწოდებენ, უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს.