რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოს

რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე რთული დიალოგის ფონზე განსაკუთრებულ საერთაშორისო მხარდაჭერას იღებს საქართველო.

ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს და მისი დახურვის უფლება არავის აქვს, – ასეთია ვაშინგტონის მთავარი გზავნილი მას შემდეგ, რაც ჟენევაში ორი დღის წინ გამართულ პირველ მოლაპარაკებაზე ლავროვის მოადგილემ ამერიკელ კოლეგასთან მადრიდის წლევანდელ სამიტზე საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საბოლოოდ გამორიცხვა დოკუმენტურად მოითხოვა. პირველ არხთან საუბრის დროს ნატოში ამერიკის ელჩი ღია კარის პოლიტიკაზე საუბარს საერთოდ გამორიცხავს. სწორედ საქართველოსა და ნატოს აღმოსავლელ პარტნიორებზეა საუბარი იმ წერილში, რომელიც ჯო ბაიდენმა ამერიკელი სენატორებისგან მიიღო. კრემლის მოთხოვნა, რომელიც ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტას გულისხმობს, ამერიკელი კანონმდებლები რუსეთის მხრიდან გავლენის სფეროების აღდგენის და ამერიკელი მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს, ჩაგვრის მცდელობად ფასდება. სენატორები ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდებენ, პუტინს ცალსახა პასუხი გასცეს და მუქარის გამო რუსეთის პირველ პირსა და მის გარემოცვას სანქციები დაუწესოს.

დატოვე კომენტარი