რუსეთის აგრესიის საფრთხე უკრაინაში

ჯო ბაიდენის ცნობილი განცხადების შემდეგ კიევი უკმაყოფილებას ვერ მალავს.

უკრაინის პირველი დიპლომატი პარტნიორებზე საუბრის დროს დღეს პირველად იყენებს სიტყვა უუნარობას და მათ რუსეთიდან მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე სათანადო დასკვნების გამოტანისკენ მოუწოდებს. ოფიციალური კიევი ამერიკის პრეზიდენტის იმ გამოსვლითაა გაღიზიანებული, სადაც მან პირდაპირ თქვა, რომ დასავლეთის პასუხი უკრაინაში რუსეთის შეჭრის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული. ამ გზავნილს მწვავე კრიტიკა მოჰყვა ამერიკაშიც. თეთრ სახლს მოგვიანებით განმარტების გაკეთებაც კი დასჭირდა.

თავის მხრივ, ვაშინგტონის განცხადებებს და სანქციებზე მუქარას ახალი ომის დაწყების მაპროვოცირებლად მიიჩნევს კრემლი. მთელი მსოფლიო ჟენევის ხვალინდელი მნიშვნელოვანი შეხვედრის მოლოდინშია. ამერიკის და რუსეთის წარმომადგენლების უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ხვალ ერთმანეთს უკვე აშშ-ის და რუსეთის პირველი დიპლომატები შეხვდებიან. ერთი დღით ადრე ენტონი ბლინკენი ევროპელ კოლეგებს ხვდება.

დატოვე კომენტარი