რუსეთის აგრესია ქერჩის სრუტეში - პოლიტიკური შეფასებები

​ქერჩის სრუტეში მომხდარი თავდასხმის შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ თბილისში.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის იდენტურია და ის უკრაინის ელჩმა უკვე მოისმინა.

დიპლომატი ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფებოდა.

მმართველი გუნდის ლიდერები უკრაინული სამხედრო ხომალდების მიმართ ცეცხლის გახსნას და გემების დაკავებას რეგიონული უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევენ.

ჯერ უცნობია, მიიღებს თუ არა პარლამენტი შავი დ აზოვის ზღვის დამაკავშირებელ სრუტეში განვითარებულ მოვლენებზე რეზოლუციას.

საპარლამენტო უმცირესობას პროექტი უკვე მზად აქვს.