ვლადივოსტოკიდან ვლადიმერ პუტინი ახალ ინიციატივებს აჟღერებს. კრემლის ლიდერს იაპონიასთან სამშვიდობო პროცესის გააქტიურება და კორეის ნახევარკუნძულზე ერთობლივი პროექტების დაწყება სურს. რუსეთის მიერ 2015 წელს დაფუძნებულ აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმს 60 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. თუმცა, კონფერენციის მსვლელობისას რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული დაძაბულობა აშკარაა.
ვლადიმერ პუტინი ზეწოლის განეიტრალებას ცდილობს. რუსეთის აღმოსავლური პოლიტიკა გივი ბარამიძის რეპორტაჟში.