რუსეთ-უკრაინის ომი და სადავო საკადრო გადაადგილებები კიევში
უკრაინაში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. გასულ ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, ოკუპანტებმა დედაქალაქის მიმართულებით 41 რაკეტა და 125 დრონი გაუშვეს, არის მსხვერპლი. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და აზერბაიჯანის საელჩო. საპასუხოდ, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ სტავროპოლში, ოთხი ნავთობსაცავი გაანადგურეს, შავ ზღვაში კი ოკუპანტების სამ ტანკერს დაარტყეს. ამ მოვლენების ფონზე, კიევში სერიოზული საკადრო ცვლილებები იგეგმება, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და საპროტესტო აქციები მოჰყვა. პრეზიდენტი ზელენსკი მთავარსარდალ სირსკის შესაძლო გადაყენებას განიხილავს.
მარიამ რობაქიძის რეპორტაჟი #მოამბე