რუსეთ-თალიბანის საიდუმლო შეთანხმება

21:34, 01.07.2020

ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. მისი ცნობით, რუსეთის სამხედრო დაზვერვას ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობისთვის ფულადი პრემიები ჰქონდა დაწესებული. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე ჩატარებული სპეც-ოპერაციების შედეგად დაკავებულები არიან შუამავლები, ადგილზე აღმოჩენილია ნახევარი მილიონი დოლარი. რეზონანსული ინფორმაციის გასაჯაროება აშშ-ის დაზვერვის რამდენიმე თანამშრომელს უკავშირდება, რომლებმაც ამერიკულ გამოცემას ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით გადასცეს.

რუსეთ-თალიბანის საიდუმლო შეთანხმების გასაჯაროების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი „დემოკრატიული პარტიის“ კრიტიკის ობიექტი გახდა.

მსგავსი