რუმინეთის საჰაერო სივრცეში დრონი შეიჭრა

12:03, 16.08.2026

რუმინეთმა უკრაინასთან საზღვრის მახლობლად დრონი ჩამოაგდო, რომელმაც საჰაერო სივრცე დაარღვია.
ნატოს წევრი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა საფრენი აპარატი. მათი თქმით, რადარებმა დრონის შემოსვლა მეზობელი მოლდოვას მხრიდან დააფიქსირეს. თუმცა წლის განმავლობაში მსგავსი რამდენიმე ინციდენტის გამოძიების შედეგად დადგინდა რომ დრონი რუსეთს ეკუთვნოდა. საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ესპანური F-18-ის ტიპის ავიაგამანადგურებლით ჩამოაგდეს. უწყების ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ორ სოფელს შორის მდებარე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ცნობისთვის, ეს მიმდინარე წელს რუმინეთის მიერ ჩამოგდებული უკვე მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატია.

მსგავსი