რუმინეთი საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას ავრცელებს

12:23, 20.08.2026

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. დრონი ქალაქ გალაციდან დაახლოებით 13 კილომეტრში შევიდა და მოგვიანებით ტულჩის ოლქში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მის ჩამოსაგდებად და მონიტორინგისთვის რუმინეთმა ორი ესპანური F-18 და სამხედრო ვერტმფრენი აამოქმედა. შემთხვევას მსხვერპლი და ზიანი არ მოჰყოლია. ამავდროულად, მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, „შაჰედის“ ტიპის დრონმა დაარღვია. უპილოტო აპარატი უკრაინიდან შევიდა და ექვსი წუთის შემდეგ, ქვეყნის ტერიტორია დატოვა. რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამის თავდასხმის გამო, სამხედრო ავიაცია აამოქმედა პოლონეთმაც. ქვეყნის სამხედრო უწყების განცხადებით, ზომები პრევენციული ხასიათის იყო და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების დაცვას ემსახურებოდა.

მსგავსი