რთველი კახეთში
კახეთის მასშტაბით 32 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. გადამუშავებული ყურძნიდან 19 ათასი ტონა საფერავი, 7,5 ათასი ტონა რქაწითელი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში, ეტაპობრივად ჩაერთვებიან. სააგენტოს ინფორმაციით, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი „მოსავლის მართვის კომპანიას“ დადგენილი პირობების შესაბამისად ჩააბაროს.