„რთველი 2019“

კახეთში რთველის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა. რეგიონში საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაიწყო.

წელს კარგი მოსავალია, თუმცა ყურძნის ფასი ჯერ დადგენილი არ არის. რუსეთში ივლისში დაფიქსირებული ექსპორტის კლების შემდეგ ადგილობრივები გაურკვევლობაში არიან.

საექსპორტო მაჩვენებლების შემცირებამ, შესაძლოა, გავლენა ყურძნის ფასზეც მოახდინოს. მეორე წელია, რთველი სახელმწიფოს სუბსიდირების გარეშე მიმდინარეობს.

თანხა მხოლოდ  ჭარბი ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებისთვისაა გათვალისწინებული.