ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია – თეირანსა და ბეირუთში „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნების მკვლელობის შემდეგ, მსოფლიო ირანის საპასუხო ქმედებებისთვის ემზადება. როგორი იქნება თეირანის პასუხი და როდის განხორციელდება ირანის პოტენციური თავდასხმა ისრაელზე, ჯერ უცნობია, თუმცა, აშშ-ში ვარაუდობენ, რომ შეტევა შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს.
დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, ამერიკის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან თათბირი გამართა. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ცდილობენ, ესკალაციის პრევენცია დიპლომატიური გზით აღკვეთონ, თუმცა ამასთან ერთად, ამერიკა ეხმარება ისრაელს, ირანის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესიისგან თავდაცვის მომზადებაში. ამ ფონზე ირანში იმყოფებოდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეირანი მოსკოვისგან თანამედროვე რადარებსა და ანატისაჰაერო თავდაცვით საშუალებებს მიიღებს, რომლებიც ისრაელთან შესაძლო ომის შემთხვევაში იქნება გამოყენებული. ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის საფრთხის ფონზე, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, ისრაელსა და ლიბანში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ საკუთარ მოქალაქეებს იაპონიამ და სამხრეთ კორეამაც მოუწოდეს. ფრანგულმა ავიაკომპანიებმა კი ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა გაახანგრძლივეს.
ლევან ახალაია გიამბობთ.