რომის პაპის წინასაშობაო მიმართვა

უკვე ვრცელდება რომის პაპის წინასაშობაო მიმართვა. ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო მესის მოსასმენად შეკრებილებს შობის დღესასწაულზე მშვიდობა უსურვა. თავის სიტყვაში პონტიფექსმა სხვადასხვა ქვეყანაში მძევლად აყვანილი სასულიერო თუ საერო პირების გათავისუფლება მოითხოვა. მან ასევე თანადგომა გამოუცხადა ფილიპინელებს, რომლებსაც სტიქია დაატყდათ თავს. მისი თქმით, ყველა მორწმუნემ თავის ლოცვაში უნდა მოიხსენიოს ის ადამიანები, ვისაც ამ წუთებში ყველაზე მეტად უჭირს. მესის დასრულებამდე ფრანცისკემ ტრადიციულად მოუწოდა მორწმუნეებს, მისთვისაც ილოცონ. რომის პაპი მრევლს რამდენიმე საათით დაემშვიდობა, რადგან ის დღეს ღამით საშობაო მესას აღავლენს. ხვალ შუადღისას კი, პაპი ტრადიციული საშობაო მილოცვით მიმართავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ კათოლიკეებს.