როინ შავაძის მკვლელობის საქმე – სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. პროკურორების შეკითხვებს სამხარაულის სახელობის ბიუროს ექსპერტებმა უპასუხეს. სხდომა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. საუბარია 2008 წლის 16 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე, ამ საქმეზე ბრალდებული არიან ყოფილი მაღალჩინოსნები და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.