როინ შავაძის მკვლელობის საქმე

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელებისა და აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსის საქმეზე განაჩენს მოსამართლე, სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს.

რა მოლოდინები აქვთ მხარეებს, ამას ჩვენი ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე გვეტყვის, რომელიც პროცესს ესწრება.