როინ შავაძის მკვლელობის საქმე. თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის მკვლელობაში ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის და სპეცრაზმელის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების ჩართულობით მიმდინარეობს. პროცესი ნაწილობრივ დაიხურა, ჩვენებას ყოფილი სპეცრაზმელი თემურ მგელაძე აძლევს. ამ მოთხოვნით ბრალდების შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა, მიუხედავად დაცვის მხარის წინააღმდეგობისა. მგელაძე მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელია, რომელიც დანაშაულს აღიარებს და სხვა პირებსაც ასახელებს. მანამდე კი მოუსმინეს პროკურორს, რომელიც შემთხვევის ადგილზე შავაძის ლიკვიდაციის შემდეგ მივიდა.