როგორი იყო ვლადიმერ პუტინის ურთიერთობა აშშ-ის პრეზიდენტებთან ბოლო 18 წლის განმავლობაში
პუტინი, შესაძლოა, ვაშინგტონში ჩავიდეს და ასევე, ამერიკელ კოლეგას მოსკოვში უმასპინძლოს. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინისგან ოფიციალურ მიპატიჟებას დადებითად აფასებს, რადგან მორიგი შეხვედრა გლობალური საკითხების გადასაჭრელად აუცილებელია. ამ არგუმენტის გამო, ტრამპს ამერიკული მედია ისევ აკრიტიკებს.
როგორი იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ურთიერთობა ამერიკის პრეზიდენტებთან ბოლო 18 წლის განმავლობაში? “მოამბემ” თვალი არქივს გადაავლო.