როგორი იყო საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიებისთვის 2018 წელი

რელიგიურ კონფესიებს კონსტიტუცია იცავს. ბოლო წლებში თანასწორობის პრინციპის და ქონებრივი უფლებების კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

მეოთხე წელია, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ სომხური სამოციქულო, კათოლიკე, მუსლიმური და იუდაისტური რელიგიური გაერთიანებებიც.

2014 წლიდან დაიწყო სხვადასხვა კონფესიისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესიც, რომელიც ახლაც გრძელდება.

გიორგი გიგანი დაინტერესდა, როგორი იყო ქვეყანაში არსებული რელიგიური კონფესიებისთვის 2018 წელი.