როგორ აფასებენ პოლიტიკოსები გიორგი გაბუნიას მონოლოგს

ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ეთერში გიორგი გაბუნიას მონოლოგთან დაკავშირებით შეფასებები დილიდან კეთდება.

მმართველი გუნდი მომხდარს ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს.

შეგახსენებთ, გუშინ გაბუნიამ გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა.