როდის მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი და პროცესების ხელოვნურად გაჭიანურების კიდევ ერთი შემთხვევა. დაპირება, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოკუპირებული ცხინვალიდან დღეს გადმოასვენებდნენ, დე ფაქტო რეჟიმმა არ შეასრულა.

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ტეტუნაშვილთან ერთად დააკავეს, ამ დრომდე ოკუპირებულ ახალგორში რჩებიან. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმართავს საოკუპაციო რეჟიმს, დაუყოვნებლივ მოხდეს მათი საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა.

რა ვითარებაა ამ წუთებში წილკანში, რას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა და რა ოფიციალური განცხადებები კეთდება, თამუნა წიკლაური დეტალებით.