რობოტი „თამადა“

სამეგრელოში, სკოლის მოსწავლეებმა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის პოპულარიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გადაწყვიტეს.

საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, არქეოლოგიური არტეფაქტების სამეცნიერო კვლევებით არის დადასტურებული, თუმცა ღვინოსთან ერთად გვაქვს მისი მოხმარების უნიკალური კულტურაც. ქართული სუფრა თამადის გარეშე წარმოუდგენელია. თანამედროვე სამყაროში კი თამადა უკვე შეიძლება ელექტრონულიც იყოს.

რამდენ ენაზე და რამდენი სადღეგრძელოს დალევა შეუძლია მას, ნატო ბერულავამ და მურად ფარცვანიამ გაარკვიეს.