რობერტა მეცოლას განცხადება

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვიეს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა აცხადებს. მისი თქმით, ევროპარლამენტი სოლიდარულია ქართველი ხალხისადმი, რომელიც უკვე ორ კვირაზე მეტია მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავს. მან ასევე ევროაპრლამენტის სახელით დაგმო ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები და მშვიდობიანი მომიტინგეებზე ძალადობა. რობერტა მეცოლა აღნიშნულ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა.