„რიყის პარკში“ ძაღლების საერთაშორისო გამოფენა იმართება

„რიყის პარკში“ ძაღლების საერთაშორისო გამოფენა იმართება.

დღის განმავლობაში კონკურსი ეტაპობრივად, ჯიშების მიხედვით ტარდება.

ძაღლების საერთაშორისო  გამოფენისთვის უკვე 200–ზე მეტი ძაღლია დარეგისტრირებული.

საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ღონისძიებაში უცხოელი მონაწილეებიც არიან წარმოდგენილები.

გამოფენა 16:00 საათამდე გაგრძელდება.

გამარჯვებულ ძაღლებს წლის თასი, მედლები და სუვენირები გადაეცემათ.