„რით გარდაიცვალა კლინიკაში 24 წლის პაციენტი“ #გამომძიებელი #რეპორტიორი
- თბილისის ორმა კლინიკამ ვერ დაადგინა მუცლის ტკივილით შეყვანილი პაციენტის დიაგნოზი და 24 წლის ლიკა ტუღუში კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
- ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ აღიარა, რომ მისი ექსპერტები მიკერძოებულ დასკვნას წერდნენ, რის გამოც გარდაცვლილი პაციენტის მარტო დარჩენილ დედას ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში კარებს უკეტავდნენ.
- ჩვენი გამოძიებით დადგინდა, რომ კლინიკა ჰელსიკორში მუცლის ტკივილით შეყვანილ პაციენტს ექოსკოპიაც კი არ ჩაუტარეს, „გერმანულ ჰოსპიტალში“ კი ჩატარებული კვლევების საფუძველზე ვერ დაისვა სწორი დიაგნოზი.
- რატომ აფარებენ ხელს ექიმებს, რომელთა უმოქმედობამ და არასწორმა მკურნალობამ 24 წლის პაციენტის სიცოცხლე შეიწირა.
- გამომძიებელი რეპორტიორის ფილმი „ლიკა ტუღუშის საქმე – რით გარდაიცვალა კლინიკაში 24 წლის პაციენტი“
მასალა წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ამ ოფიციალური გვერდის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.