ქუთაისში საუკუნოვანი, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ისტორიული სახლები ინგრევა. საუბარია სახლებზე, რომლებიც ტურისტულ ზონაში, რიონისპირას არის განთავსებული. მათი უმრავლესობა მე-19 საუკუნის ბოლოს არის აშენებული. ადგილობრივების ნაწილმა საკუთარი სახლები მიატოვეს და ქირით გადავიდნენ, ნაწილი კი „მოამბეს“ უყვება, რომ ცხოვრება ყოველდღიური შიშის ფონზე უწევთ. რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2018 წელს დააანონსა, მისი დასრულების თარიღად კი 2020 წელი დაასახელა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ოჯახებთან ამ დრომდე არავინ მისულა. ქუთაისის ისტორიულ უბანში მცხოვრებთა პრობლემებზე ირმა ჭოლაძე და დავით ლორთქიფანიძე მოგიყვებათ.