რიკოთის დასრულებული რეაბილიტაცია
52 კილომეტრამდე ახალი გზა, 51 ხიდი და 97 გვირაბი – ეს რიკოთის ახალი მაგისტრალია. საუკუნის პროექტი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს, მნიშვნელოვნად ამცირებს მგზავრობის დროს, ზრდის უსაფრთხოებას და აძლიერებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლს. რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, გზის ამ მონაკვეთის მონიტორინგი შესაბამისი სისტემებით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის, რომელიც ევროპული დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია, ორი მილიარდ 600 000 ლარი დაიხარჯა და აზიის განვითარების, ევროპის საინვესტიციო და მსოფლიო ბანკების, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.