რიგგარეშე სხდომა

რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით, შესაბამისი აქტის პრეზიდენტისგან გამოცემას დეპუტატები დღეს ელოდებიან. პლენარული სესია 17 იანვარს არის დაგეგმილი. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 30-მდე საკითხის განხილვა, მათ შორის არის საორგანიზაციო მიმართულებები და ათი კანონპროექტი.

ამავე სხდომაზე დეპუტატები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,  ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების საკითხს უყრიან კენჭს. სხდომას პოლიტიკური ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრებიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.