რიგგარეშე და შუალედური არჩევნები 2019

პარლამენტის შუალედური არჩევნები თბილისში მხოლოდ ერთ, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში  ჩატარდება. საკანონმდებლო ორგანოს 150-ე  წევრის მანდატის მოსაპოვებლად  20 კანდიდატი იბრძოლებს.  აქედან 14 – პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატია, ექვსი კი საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული.

საარჩევნო ოლქში 33 უბანზე სულ  43 908 ამომრჩეველია რეგისტრირებული. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების  50 პროცენტზე მეტი უნდა მოიპოვოს.

არჩეულ დეპუტატს უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაახლოებით 16 თვე ექნება. შუალედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი და ექვსი საერთაშორისო  ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.