რეზოლუციის პროექტი საქართველოს შესახებ – შეფასებები

12:11, 06.07.2026

საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს ჰააგაში რვა ივლისს უყრიან კენჭს. დოკუმენტის მთავარი ინიციატორი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საიტზე გამოქვეყნებულ რეზოლუციაში ის საკითხებია ჩამოთვლილი, რის გამოც საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს, მათ შორის საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნებზე. ასევე ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელის შეშლის ფაქტების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე.

რეზოლუციის პროექტში ასევე წერია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს ბოლო პერიოდში საქართველოში მიღებულ კანონებს. დოკუმენტს აკრიტიკებს საქართველოს დელეგაცია, რომელიც ჰააგაში იმყოფება. მათი შეფასებით, აღნიშნული აბსურდული ბრალდებების ერთობლიობაა. ქართული მხარე ყურადღებას ამახვილებს „მოსკოვის მექანიზმზეც“.

მსგავსი