რეზოლუცია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად რეზოლუციის პროექტი მზად არის პარლამენტში.

ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მოწოდებაა მთავრობის მიმართ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე აქტივობები ყველა მიმართულებით გაძლიერდეს. მთავარი გზავნილია, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს გაჩენილი ახალი შესაძლებლობები საქართველომ გამოიყენოს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებმაც ქართული კანონმდებლობის 70% ევროპულ კანონმდებლობასთან უნდა დააახლოოს. ამ მომენტისთვის კი გეგმის ნახევარია შესრულებული. მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ რეზოლუციის პროექტს ოპოზიციაც დაუჭერს მხარს. თუმცა, ოპონენტებს ტექსტის მიმართ შენიშვნები აქვთ. ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების აზრით, პროექტს ახალი და მკაფიო პოზიციები სჭირდება.