რეზოლუცია „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა დღეს ბერლინში.

რუსეთის წარმომადგენლის წინააღმდეგობის მიუხედავად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი რეზოლუცია ერთხმად მიიღო. დოკუმენტის ავტორები მოსკოვს მოუწოდებენ, საქართველოს ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს და ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის მკვლელობების საქმეების გამოძიებას ხელი არ შეუშალოს. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები უნდა შეიქმნას.

შორენა ხვიჩია განაგრძობს საუბარს ბერლინიდან.